ქალი...?! ქალი მზის სხივია, მნათობია კაშკაშა, ქალი წყარო სიცოცხლისა, გაზაფხული თან დააქვს, ქალი მინდვრის ყვავილია, ხან ლურჯ თვალა იაა, ხან მოვარდნილ გრიგალსა ჰგავს, ხან კი ერთი ციდაა.ქალი დილის ცისკარია, სულის გამოღვიძება, მომღერალი ბულბულია, ვარდს რომ ესაუბრება, ქალი დილის ნიავია, გვერდით ჩაგიქრიალებს, გულის–გულში ჩასახლდება, ფიქრებს აგიშრიალებს.ქალი...?! ქალი ევას მოდგმა, შეცდომაშიც შეგიყვანს, ზოგჯერ თავსაც დაგავიწყებს, თუკი შენს გულს ესტუმრა ო, როგორი სათუთია, ხან როგორი მკაცრია, ხან წვიმაა გაზაფხულის, სიყვარული სწადია.ქალი ზოგჯერ ჯადოქარი, ვერ გაუგებ რა უნდა, ქალი ყინვის დედოფალი, თუკი გული გაცივდა, ხან ქარია, ხანაც წვიმა, ხან კი წყარო ანკარა, ზოგჯერ გიჟი მარტიც არის, ზოგჯერ მზეა თაკარა.