მაღვიძარა არ მჭირდება მაინც ფხიზლად მძინავს. სად გინახავთ ტკბილი ძილი, როცა სულში ყინავს ?! თბილი დილა არ მჭირდება დარაბები მიცავს . რას გაგათბობს მზის სხივები, როცა სულში ყინავს ?! თქვენი მზერაც არ მჭირდება , ვერსად მნახავთ მაინც მტირალს . რა გაალღობს თვალზე ცრემლებს , როცა სულში, ძლიერ ყინავს !!