ღამე ფანტასტიური დროა…მან ყველაზე ყველაფერი იცის….იცის სიმართლე…ვის ვინ უყვარს…ვინ ვის სძულს....ღამეს ვერაფერს გამოაპარებ….ღამემ იცის რაზე ფიქრობ….რა გტკივა…რა გიხარია…
დღისით შეგიძლია რამდენიც გინდა იცინო,მაგრამ ღამე….ღამე მაინც გეტირება….
ღამე ძალიან ბევრ რამეს გვპატიობს….მას სძულს სიყალბე...
ზუსტად ღამეა ის,რაც გვჩუქნის სიმარტოვის შეგრძნებას....
ღამე….სასწაულია….ზღაპრების და ლეგენდების დროა….შავი კატაა ,რომელიც შესანიშნავად ხედავს სიბნელეში ვინ ვინ არის და რად ღირს…
ღამე ხიდია ,რომელიც აუცილებლად მთავრდება ხვალ და იწყება ახალი დღე…დღე,რომელიც გვიხარია,რადგან მისი მოტყუება შეგვიძლია….დღე,რომელიც ახალ ღამეს მოიტანს….ღამეს,რომელმაც ყველაზე ყველაფერი იცის...