ხელი ჩაჰკიდე საქართველოვ
წინ დაუდექი გემუდარები,
მჭიდროდ ჩარაზე ან სულ დაკეტე
ეგ დასაქცევი სარფის კარები.
ხალხის ნაკადი აღარ ჩერდება
მიედინება წვიმა წყალივით,
თვალზე უშრობი ცრემლის მძივები
შემოჰხვევია წამწამს ლალივით.
ერთი კი არა. ათასი დარდით გადაუსერავს ჭრილობას გული,.
როგორღა შესძლოს გადაკარგულმა
კვლავ აღორძინოს ქართული სული.
უადგილო და მიუსაფარი
განდეგილივით სერავს ბილიკებს,
იქნება სიზმრად,თუ ვერა ცხადში
სახლში როგორმე მაინც მივიდეს.
ჭექა-ქუხილის ხმას მიჩვეულნი
გამოდარების იმედს ჰკარგავენ,
უცხო მიწაზე,როგორც მოლბერტზე.
სახლისკენ მავალ გზებს რომ ჰქარგავენ.
ყველა აისი ნაცრისფერია.
სიმწვანე ქრება სადღაც ფერდობში
იქ მზეც ცივია, თითქოს არ ათბობს
ის ერთია და საქართველოში
აბობოქრებულ ზღვ