ისევ გაზაფხული მოდის, ჭრელი ყვავილებით ჩემო, მერე აიობა,ბზობა, დიდი აღდგომა და ბებო... მოვალ,შენს საფლავთან მოვალ, სათუთ გლიცინიებს ბებო, გულზე დაგილაგებ ფრთხილად თითქოს არც გავზრდილვარ,გჩემობ........... გჩემობ, შენს გარეშე მიჭირს, შენს შალს გეფიცები ერთო, ისე მენტრება შენი - ეზო, სახლთან თუთის ხე და ჩერო... ისე მენატრება სუნი - შენი ოთახის და ბებო, გულთან გამეჩხირა ახლაც ყველა მოგონება - ვერ გთმობ.... ვერ გთმობ, დაგიბრუნო მინდა, მინდა დაგიძახო - ბებოოოოო, ისევ აყვავილდა სადღაც შენი ალუჩა და მდელო... მოდი, შემომიხვდი კართან, ისევ მიმასპინძლე ბებო, შუბლზე გადამისვი ხელი- მკითხე - როგორ ხართქო,ბებო... ყურთან მიჩურჩულე მძინარს, შენი ლოცვა- მადლი ჩემო, ყველგან შემეწევა ვიცი, ვიცი, სულ თან დამსდე