ჩემო საყვარელო დისშვილო თამუნავ, ხვალ 18 ივლისს შენი დაბადების დღეა, 25 წლის გახდებოდი. ძნელია უშენოდ ეს დღე შენი გამწარებული დედისთვის, შენი ძმისთვის. ჩვენო დიდო ტკივილო და მოუშუშებელო იარავ. ჩემო პატარა და საყვარელო თამუ, იყავი ყველაზე კეთილი, მზრუნველი, თბილი და მოსიყვარულე. ყოველდღე ცდილობდი ყველა და ყველაფერი უკეთესობისკენ შეგეცვალა. იყავი საოცარი ცხოვრების ნიჭით დაჯილდოვებული მაგრამ ეს ყველაფერი 3 დეკემბერს განგებამ შეწყვიტა. ჩვენო ტკივილო წახვედი მამიკოსთან ერთად რომელსაც უზომოდ უყვარდი. მენატრება შენი ლამაზი ღიმილი, შენი ლამაზი ცისფერი თვალები, შენი სითბო და სიყვარული. ისღა დამრჩენია ვუყურო შენს სურათებს საიდანაც ღიმილი გამოდის, შენი ლამაზი თვალებიდან კი სითბო და მონატრება, ულევი სი