თვითონ ვინა ვარ ის არ ვიცი...
ვინ უნდა მყავდეს,
უნდა ვიჯდე და არსებობას ვჭამდე მთლიანად,
რომ ვერასოდეს მოვიპარავ თოვლისფერ ვარდებს,
ვერც თავს მოვიკლავ შენს სახლის წინ ვარდებიანად.
არ ღირს გაქცეულს გაეკიდო,ძალით იჭერდე,
სიცხით დაღლილი ისვენებდე უჩრდილო ხესთან,
უაზრობაა ჩემო თავო,ბედთან ჭიდილი,
უაზრობაა ჩემო თავო...
ჭიდილი შენთან.
კედელზე ათას მოგონებას, აქა-იქ ვაკრავ,
მერე მოდიან სხეულები,
ჩუმად ლანდავენ...
ვისაც ვპოულობ "ღმერთს ვფიცავარ", არასდროს ვკარგავ,
მეჩვევიან და როგორც ასე...
თვითონ მკარგავენ.
არ ვუბრუნდები არასოდეს დახურულ კარებს,
თუნდაც ვიჯდე და არსებობას ვჭამდე მთლიანად,
და ვეღარასდროს მოვიპარავ,თოვლისფერ ვარდებს,
რადგან წარსულში ვიმარხები...
ვარდებიანად ! ...
საკუთარ სოროს ავიტკიე