ჩემო სითბოვ და ჩემო სიცხადევ სულ მიღიმილე დედი. მასწავლე როგორ ვიყო,ვიცხოვრო რომ დაგემსგავსო დედი, გზები მიჩვენე მზისკენ მავალი, მერე რა მოხდა დღეს თუ ქარია ან თუ ყინვაა დედი მინდვრის ყვავილებს თოვლშიც ვიპოვი და დაგიკრიფავ დედი. ვტირი და ვეღარ მიტირია ცრემლი ქცეულა დარდად. ყველას საფლავი სიკვდილია დედის საფლავის გარდა! ჩივის და გულს ვეღარ უჩივლია. ციდან ეშვება ფარდა. ყველა აკლდამა დუმილია დედის აკლდამის გარდა! ყველა სიმღერა ქვითინია დედის სიმღერის გარდა! ყველა სიკვდილი სიკვდილია დედის სიკვდილის გარდა!