ადამიანად ვერ გაიზრდები,
არ დაიჯერო, მხოლოდ ხმებია,
იბადებიან ზოგჯერ დიდები,
ზოგჯერ უბრალოდ იბადებიან...
ვერც დროის ხარჯზე ვერ შეიცვლები,
სულში რაც გიდევს არ მოგშორდება,
შეგემატება მხოლოდ ის წლები
და შეიძლება რამე წოდება...
დანარჩენი კი არის მითები,
ცრუ იმედი და მხოლოდ ცდებია,
ადამიანად ვერ გაიზრდები,
ადამიანად იბადებიან.
გიგა მუჭაური
❤❤❤❤❤❤