წვიმა ატეხავს მიტოვებულ კლავიშზე წკაპუნს,
დაეფინება თეთრ როიალს ფოთლები ქარში,
სიცარიელეც წაიცეკვებს ბებერ ნოტებთან
და გაიბნევა მოგონების მუსიკად ცაში.
-----------
მოდი, გეძახი, მენატრები სამარადჟამოდ,
მოდი, გეძახი, ხმის იოგებს გაუჩნდათ ხავსი,
არ მეორდება უშენობით მუსიკა გიჟი,
ძველ როიალსაც გადაფარავს წყეული ფარსი...