ისე დაცლილი ვარ, ჰა, ეს ბოლო წვეთიც, შენად მიითვალე, მაინც სულერთია, ახლა ვერ მიშველის ალბათ თვითონ ღმერთიც, ჩემში მოგუგუნე ავი სულეთია....... ქვევით ქვესკნელია, ზევით სულიწმინდა, მე კი აღარ ვიცი სად ვარ გაჩხერილი, ირგვლივ უკუნია, ქარიშხალი ქშინავს, ძარღვიც აღარ ტოკავს სისხლით გაჟღენთილი..