–არაყი?
–ლუდი!
–ერთი ?
–ერთი!
–ინებეთ!
–გმადლობთ!
ვჯდები კუთხეში...
გარეთ წვიმს...
გნატრობ...”
უცქერდა ხალხს და
ხატავდა ღორებს,
და თან ლუდს სვამდა,
იხსენებს მონეს.
ერთს ერთი მოსდევს,
ბოთლიც იცლება,
მისი თვალები
ზიზღით ივსება.
(ისევ)
–არაყი ?
–ლუდი
–ერთი?
–ხუთი..
(ჯერ ფული)
–არაყი, ლუდი, ხატვა, კაცობა
და მე არ მიყვარს შენთან ანცობა..
(ჯერ ფული)
–გთხოვდე დამისხი და დავლევ ერთსაც
და უცბად წავალ მე ვფიცავ ღმერთსა..
ვალსაც გარდვიხდი, გავქრები ალად
ვერა ჩამიდგეს თუნდ უნდეს კვალად..
(–გაბრაზებული ბარმენი უცქერს
და მკაცრი მზერით სიტყვებით უტევს...)
–ფული მომეცი და მერე წადი
მე არ მანაღვლებს, კარიდან გადი,
და თუ შენ გინდა ზეცაში ადი,
ან თუ გირჩევნის, ქვესკნელში ჩადი..
(–მხატვარი იჯდა და არ ჩქარობდა