შენ იყავ ღამეო ჩემთან და ის თუნდაც სხვის ბაგეს კოცნიდეს, ღამეო, სიცოცხლე შემჯავრდა, ღამეო, უთხარი მომცილდეს! ეგ მთვარე სახე-გაბადრული, მის თვალებს მახსენებს ტიალებს, ღამეო, შემჯავრდა ზაფხული, ყველგან მისი სუნთქვა ტრიალებს. ამ კაკლებს მისი თმის სუნი აქვთ, მოჰგვანან წარსულის დარაჯებს, ღამეო, სიკვდილი მწყურია, და კიდევ... (ხვალ გეტყვი დანარჩენს.) მე ვიცი რად ვფასობ, რად ვღირვარ, არც მეტს და არც ნაკლებს ვიბრალებ, (არც ისე ერთგული კაცი ვარ, ლექსებში თავს როგორც ვიწყალებ.) ღამეო, ჩემ სწორფერ იქნები? შენც ჩემებრ კუშტი და მკაცრი ხარ, ღამეო, სანამ გამიქრები, გეტყვი, რომ - შიგ გულჩი მაჩნიხარ!