იმისთვის, რომ იყო გამორჩეული სულაც არ არის აუცილებელი საუკეთესო სამოსის ჩაცმა... ხანდახან უბრალო სიჩუმითაც დიდ შთბეჭდილებას ტოვებს ადამიანი... ალბათ მეც ამ სიჩუმით მოვახდინე დაუვიწყარი შთაბეჭდილება... - მომიყევი!! - ექვს დღეში 18 წლის ვხდებოდი, სოფომ დამირეკა და მთხოვა სასწრაფოდ მასთან მივსულიყავი... მეც ჩავიცვი და გზას გავუყევი... კარი ჩემთვის უცნობმა ბიჭმა გამიღო. სოფომ ყველა გამაცნო და სასიმოვნოდ გავატარეთ საღამო. ის „უცნობი“ სულ მე მიყურებდა, მეც შიგადაშიგ ვაპარებდი თვალს და ვცდილობდი რამე გამეგო მის შესახებ, თუმცა სახელის მეტი ვერაფერი გავიგე... მაშინ სანდრო 20 წლის იყო, საკმაოდ მშვიდი და ზრდილობიანი ბიჭის შთაბეჭდილება დამიტოვა... სასიამოვნო საღამომ მალე ჩაიარა... დღეები წამებივით გარბო