მუდმივად გახსოვდეს სად ხარ, იყავ ნეტარ-მგლოვიარე და ფხიზელი, გააცნობიერე, რომ ეს ცხოვრება ის ჯვარია, რომელზეც გაკრული ხარ, რათა მიიღო შენი ვნებული ბუნების სიკვდილი, აღსგდე ფერნაცვალი და ეზიარო მარადიულ სიხარულს, რომელიც უკვე აქ, ამქვეყნად გესტუმრება სულ უფრო ხშირად, შენი სულიერი ფერიცვალების კვალობაზე. ასე ისწავლი ამქვეყნიურ სამოთხეში ცხოვრებას, სიხარულში და სიყვარულში მყოფობას.