დავიღალე... დავიღალე... დავიღალე... იმით, რომ თქვენი მოსაწონი ვერაფერი გავაკეთე, იმით, რომ თქვენთან ვარ და მაინც მარტო, იმით, რომ ყველაფრის თქვენეული გაგება გაქვთ, იმით, რომ ყველაფერს ირონიულად უყურებთ, იმით, რომ სხვისი პრობლემები არაფრად მიგაჩნიათ, იმით, რომ თქვენ თქვენ ხართ და ყველა დანარჩენი ზედმეტია, იმით, რომ თქვენს საქციელებზე დაფიქრება გეზარებათ, იმით, რომ ბოდიშს თურმე ჩემს დასაფიქრებლად იხდით, იმით, რომ სიმართლე პირში ვერ გითქვამთ ერთმანეთისთვის, იმით, რომ არარსებულ ვალდებულებებს აარსებთ, იმით, რომ თამაშობთ და ზოგჯერ ეს გავიწყდებათ, იმით, რომ ადამიანებს იყენებთ და მერე არც გახსოვთ, იმით, რომ ნაწყენებს სიმართლის გარკვევა არ შეგიძლიათ, იმით, რომ შენიშვნა შეურაცხყოფად მიგაჩნიათ, იმით, რ