- "მე მინახავს ლოთები ბრძენი თვალებით. და დაცემული ქალები წმინდა სახეებით. მე ვიცნობ ძლიერებს, რომლებიც ბავშვებივით ტიროდნენ. და სუსტებს, რომლებსაც მძიმე ჯვარი მიჰქონდათ. ნუ განსჯი იმისთვის, რაშიც არ ხარ დარწმუნებული. არ დაპირდე, თუ განზრახული გაქვს მოატყუო. არ გადაამოწმო, როდესაც უკვე მიენდე. და არ აჩუქო, თუ განზრახული გაქვს წაართვა."
ყველა წავიდა და მომსვლელიც არ ჩანს არავინ. აღარ დასრულდა უკუღმართად ბედის დინება და გათენებაც სამწუხაროდ ხდება სულერთი, როდესაც შენში უმალ კლავენ, რაც იღიმება.
ბოლო მჭიდივით განიავდა, თუ რამ გამაჩნდა. ცას, დახვრეტილი ღრუბლებიდან, მოსდის წვეთები. მე, მუდამ მწამდა ერთგულების კარგო ალბათ და დღესაც ამიტომ მენატრება შენი თვალები..