გზაში მათხოვარმა, ხელი გამიწოდა,
დამეხმარეო, მთხოვა
ბინძურ სამოსში, თავი ჩამალა და
თხოვნას მოაყოლა ოხვრა.
მცივა ვკანკალებო, მშია მაჭამეო,
იქნებ არ დაგრჩეო ვალში,
ზურგს ნუ შემაქცევო? ოჯახს მილოცავდა,
თვალს არ მისწორებდა თვალში.
მე კი უტიფარი მზერა გავაყოლე,
გულში არ დავუშვი თხოვნა,
რადგან ძნელი არის ამდენ მათხოვარი
ნამდვილი მათხოვრის პოვნა.
მერე ეკლესიის ხატებს მივაშურე,
ლოცვას ვჩურჩულებდი გულში,
უცებ უხილავი ხმები შემომესმა
რაღაც ჩამჩურჩულეს ყურდი.
უფლის ხელი ვიგრძე, მხრებზე შემეხეო
და შიში შემეპარა ხმაში,
შენ, რომ იმ მათხოვარს თვალი აარიდე,
ის მე ვიყავიო მაშინ...😔😔❤️❤️