გულს მონატრება ისევ ესტუმრა წამწამებს ცრემლის კაბა აცვია, სულში ისეთი ქარიშხალი ქრის ფიქრები სადღაც გაუფანტია. ზის ბედისწერა... მწარედ ქვითინებს, დარდის მორევი ო რა მკაცრია, პასიანსსა ჰგავს ჩვენი ცხოვრება ვისთვის თეთრია, ვისთვის შავია. დრო შეუმჩნევლად თავისთვის მიდის, მიდის და მღერის წლების არიას, მას არ ადარდებს სხვისი ტკივილი... თავისიც ვეღარ გაუკვალია. რა რიგ მკაცრი ხარ წუთისოფელო, ლმობიერება შენ არ გქონია... ბედის ბორბალი რად ბრუნავს ასე... მას სამართალი რათ არ ჰქონია. ცხოვრება მიდის თვალდახუჭული, მიდის და ტოვებს გულში იარას, სულში ისეთი ქარიშხალია... ფიქრები სადღაც გაუჩინარდა...!!! : (( ❤ (^.^)