- როგორ ხარ ? - არამიშავს შენ ? - ცუდად. - ხვალ რას აპირებ ? - არაფერს. დღევანდელი დღის დასასრულიც არ ვიცი და ხვალინდელზე ნაკლებად ვფიქრობ. - გაბრაზებული ჩანხარ. - მერე შენ რა ? - ირონიაც შემოგჩვევია. - რას ვიზავთ დრო ყველაფერს გაჩვევს. - უიმედო ადამინს გავხარ. - შენს იმედებს სჯობს მიხედო. -უხეშიც გამხდარხარ. -არც ეგაა შენი პრობლემა. - და სიყვარული? -სიყვარული ? :გულიანად გადაიხარხარა: არც ეგ ყოფილა არასდროს შენი პრობლემა. - შენი იყო? -ჩემი სიყვარული ჩემი პრობლემა იყო , და შენი? ჰო გამახსენდა შენ არც სიყვარული გქონია პრობლემად და არც დიდად დარდობდი , სხვის სიყვარულზე. - და შენ რა იცი? როდის დარაჯობდი ჩემს ღამეებს? - მე ვდარაჯობდი შენს უდარდელ ღამეებს და ვდარაჯობდი ჩემს დარდიან ღამეებს
,,ცხოვრების საუკეთესო მომენტის გახსენება უდიდეს ტკივილსაც მოგვანიჭებს, რადგანაც კიდევ ერთხელ შევეჯახებით რეალობას, რომ ის წარსულს ჩაბარდა და აღარასოდეს განმეორდება".