იცი შენ ჩემში აღმიძრავ ვნებას, ვერ გავექეცი შენ სურნელებას, შენ წყურვილს მიჩენ დაუოკებელს, და ეხლა ვნატრობ შენს მოფერებას, რა ძლიერია ჩემი წყურვილი, და შენთანყოფნის დიდი სურვილი, დაუვიწყარი თბილი წუთები, იცახცახებდა შენი ტუჩები, მე გაჩუქებდი უამრავ სითბოს, თითქოს ანაზდად სხეული ითხოვს, დაგიკოცნიდი მაგ ლამაზ თვალებს, გეტყვი არ ჰგავხარ შენ ისეთ ქალებს, დაგავიწყებდი მე შენ იმ ტკივილს, რაც ამჩნევია შენს ლამაზ თვალებს, შუბლზე გაკოცებ პლედს დაგაფარებ, და გავიხურავ მე ჩუმად კარებს.