იცი ეს ცხოვრება ამოუცნობია ჩემთვის, ისევე როგორც ზოგიერთი ადამიანი, ათასი კარგი რომ გააკეთო და თუნდაც ერთხელ შეცდე, იმ ერთს დაინახავენ და ათასი კარგი არც კი გაახსენდებათ, ათასჯერ რომ უთხა მიყვარხარო და ერთხელ მძულხარო, გულიანად ამოგგლეჯენ საკუთარი სხეულიდან და სამუდამოდ წაგშლიან ცხოვრებიდან და არც ის სიყვარული გაახსენდებათ, ფეხქვეშ ხიდად რომ გაეგო, გადაგივლიან და სამშვიდობოს რომ გავლენ უკან არც კი მოიხედებიან რომ წამოგაყენონ, პატიება რომ სთხოვო ვერც ამას გაიგებენ, რადგან მიტევების უნარი ცოტას თუ გააჩნია