მძაგს უპასუხო კითხვა,
ცოდვით ნაშოვნი ფული,
მძაგს ჭორი, მოთქმა–მითქმა,
მიტოვებული ხნული.
მძაგს უსამშობლო წლები,
და მოღალატე ერის,
მძაგს დამსხვრეული ფრთები,
ხმები, ტყვიების ჯერის.
ნაცრის შემოყრა თვალში,
მითვისებული გრძნობა,
არშეყოვნება კარში,
ფეხაცდენილის გმობა.
სული მტკივა და მეწვის,
გვაცილიან ამერ–იმერს,
სხვის თვალში ხედვა ბეწვის,
თვისი ვერ ხედვა დირეს.
მძაგს გატეხილი ფიცი,
დაგინებული დედა,
ის, რომ არც არა იცი,
დაბნელებული ხედვა.
მძაგს მიტოვება ქალის,
ურცხვად ჩაკლული სული.
არდაბრუნება ვალის,
არგაყოფილი პური.
/ნანა მეფარიშვილი/