ლექსიკონი
შ ე ნ – ჩემს ტელეფონში პირველ ნომრად შეყვანილი.
დ ე დ ა – ის, ვინც, მეშინია, რომ არ დამიბერდეს.
გ ზ ა – ის, რაც მთელი ცხოვრება თითქოს ფეხქვეშ მაქვს, და მაინც ვეძებ.
ყ ა ვ ა – დილის სინონიმია.
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი – მატარებელი, რომელზეც მაგვიანდება და უნდა მივუსწრო.
ს ა მ ს ა ხ უ რ ი – ქვიშის საათი, რომელის ჩამოცლასაც ყოველდღე იწყებ.
მ ე გ ო ბ ა რ ი – ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ მარტო არა ვარ.
დ ე დ ა მ ი წ ა – (1) ბურთი, რომლითაც ყველა ვთამაშობთ; (2) ბურთი, რომელიც თამაშობს ჩვენით.
ს ა რ კ ე – ვისაც ვუყურებ ყოველდილით და არასდროს ველაპარაკები.
მ ა მ ა – ის, ვინც ჩენზე დიდი იქნება ყოველთვის.
ს ა ხ ლ ი – ადგილი, სადაც (1) როდესაც ვარ, მინდა გაქცევა (2) როდესაც არ ვარ, მინდა დავბრუნდ