ნანი ნანატრი ბიჭი ხარ, მშობლების თვალის ჩინი ხარ. შენ ჩემი შთაგონება და ძვირფასი მარგალიტი ხარ. შენ ჩემი გაღიმება ხარ, ჩემი სიცოცხლის მიზეზი. გულში სიყვარულს ვერ ვიტევ, როცა ბედნიერს გიცქერი. ჩემო ლამაზო ვაჟკაცო, ღვთის ბოძებული ხატი ხარ. ამ ქვეყნად რაც შემიქმნია, ყველა სიკეთის ფასი ხარ. ალბათ უფალმა დამლოცა და უფლის საჩუქარი ხარ. დ. სოსელია.