✿⊱•*..... სოფელში ისეთი იცისთქო შემოდგომა-
ვამბობ და ფიქრებით მთებისკენ ვაბიჯებ,
ხომ შეიძლება ძვირფასო, მე და შენ
უბრალოდ უქმეზე სვანეთში ავიდეთ.ხომ შეიძლება ძვირფასო, უბრალოდ
მზეს დავხვდეთ მწვერვალთან,როცა ის ამოვა,
ხომ შეიძლება უბრალოდ მთხოვო და
ლექსები კოცონთან წვიმებად წამოვა.ხომ შეიძლება ძვირფასო,ისევე
ბავშვივით გიყვარდე,გიყვარდე და მორჩა,
ქარვისფერ თოვაში სულ ფეხით მატარო,
თითქოს ქვეყანაზე ჩვენ ორნი მარტო ვართ...........¸¸.•*´¯`⊰✿
═════════════ ღೋƸ̵̡Ӝ̵̨̄Ʒღೋ════════════.
დიკა სალაყაია