მე ადამიანი ვარ.მე(ც) ვიღლები. მეც მეშლება. მეც სუბიექტური ვარ. მეც მიჭირს ზოგიერთი ემოციის გაკონტროლება.იმიტომ, რომ მეარასოდეს მითქვამს ძლიერი ვარ-თქო.მე „ძლიერობანას“, „დიდობანას“ და „ჭკვიანობანას“ ვთამაშობ.და ხანდახან ძალიან კარგადაც კი.ყველას გვჯერა.მე მყიდიან.მე მისაკუთრებენ.მე აზრს მეკითხებიან.და არ მისმენენ.მე ფასს მადებენ და მაუფასურებენ.მე მიხურდავებენ დიად განცდებს და ლუკმა-ლუკმა, პატარა ბავშვის ულუფებად მიწოდებას მთხოვენ.მე ვერ მიძლებენ.იმიტომ რომ არც მე ვარ მზად მათ გასაძლებად.მე მეთამაშებიან დახუჭობანას და არასოდეს მაძლევენ დახუჭვის ნებას.არადა როგორ მსურს. დავიხუჭო.რა გარკვეულ მოვლენებზე თვალი დავხუჭომე მიყურებენ თვალებში …მე მიკითხავენ სახარებას ფარისევლები.მე „ღვთაებრივ კომედ