"21 სექტემბერს ყველამ, სადაც არ უნდა იყოს, უნდა თქვას პატარა, მაგრამ ძლიერი ლოცვა“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, რომ 21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს, 12:00 საათზე, წარმოთქვას ლოცვა ,,მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო". ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.
"ა.წ. 21 სექტემბერს მთელი მართლმადიდებელი სამყარო აღნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს. ჩვენ, როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილებს, გვმართებს მისდამი განსაკუთრებული პატივისცემის გამოჩენა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ამ დღეს, 12 საათზ