აგვისტოს დღეა მზიანი, დარი
უცებ ბოროტმა ჩამოჰრა ზარი;
აგვისტოს დღეა მზიანი, დარი
აფორიაქდა მთა, ველი, ბარი.
შეწყდა ჭიკჭიკი მეცხალთა ლტოლვა,
შეწყდა კამათი მეზობლებს შორის,
წვიმის წვეთებმა დაიწყეს გლოვა
დადგა დღე ტანჯვის ქალაქი გორის.
რუსნი მოდიან აყვირდა ხალხი
და ჟრიამულმა იხურა თალხი,
მიმოიფანტნენ სიცხეში, ქარში
დიდი-პატარა ამ ცოდვა ბრალში.
მზიანი დარი იქცა ავდარად,
თვით მშვიდობამაც დაჰკარგა გონი,
ნეტავი ასე რამ გაგამწარათ
თავს რომ დაგვესხით, ვითარცა ქორი.
ატირებულან ხეზე ფოთლები,
ატირებულან მთები-ველები,
წყვდიადმა იწყო განგებად გლოვა,
მდელოს მოედვნენ როგორც გველები.
აფორიაქდა ერი ქართველი,
თავის საშველად მირბოდა ყველა,
დარჩენილნი კი სახლში, ტაძრებში
მაღალ ღმერთისგან ითხოვდა შველას.
უცებ გამ