ყველაფერი გაივლის,
ყველაფერი გაქრება.
და შენს მიმართ ჩემს ირგვლივ,
მონატრება დარჩება.
არც ის ვიცი კიდევ სად?
როდის? როგორ შევხვდებით.
მაგრამ მარტო ის მჯერა,
შენს თავს ვერ გავექცევი.
ვერაფერი მაშორებს,
აქ შენამდე საერთოდ.
ყველა დილა მახსოვს მე
შენთან რაც კი დამეწყო.
მახსოვს ჩვენი თითებით
მოგინილი თამაში.
ხან შენს ტანზე შეხებით,
ხან ჩაძირვით მაგ თმაში.
ზღვაც კი ვერ ახერხებდა,
აღელვებას ჩემსავით.
თან რომ ვერ მაჩერებდა,
მე ვერავინ შენსავით.
ალბათ მაშინ დავუშვი,
შენზე ყველა შეცდომა.
ჩემიდან რომ გავუშვი,
რაც შეჩვევა მეგონა.
მაგრამ ვიცი არასდროს,
სინანულად არ გაქცევ.
რადგან შენთან რაც მახსოვს,
ისევ ისე მახარებს.
მომავალს ვერ გეძახი,
არც წარსულში არ გტოვებ.
ვერც აწმყოში ვერ დარჩი,
მაგრამ ჩ