უნეტარესო, შეგვაშველე ნეტარი სიტყვა ******************* ვინატრებ, შენს წინ სუსტ მუხლებზე ცრემლებით დავდგე, შენ უწმინდესი, მე უმწეოს დამლოცავ ვიცი... მითხარი რა ვქნა, რა ვიღონო, ქართველს რომ ვგავდე. დამადებინე ერთგულების ურყევი ფიცი. რამდენ ჭრილობას კემსავს შენი თბილი ხელები, იესოს კვართის შემნახველი შეგცქერის ერი. გადააფარე საქართველოს ზეცის ფერები, ერთობის ლოცვად შეგვაყენე ერი და ბერი. უნეტარესო შეგვაშველე ნეტარი სიტყვა, ვიდრე მიგვიძღვი, არ ეგების დაცემა ჩვენი, გვასწავლე ცოდვილთ და ნაცნობი სიმშვიდით გვითხარ, სიტყვით კია არა, შენი ერთი შეხედვით გვშველი. რა სათნოება ჩაგიყენა თვალებში ღმერთმა, შენს სიჭარმაგეს თვით უფალი აშველებს ხელებს, მხოლოდ შენ იცი უწმინდესო, შენ ერთადერთმა, ვით განაშორო სა