ვინა სთქვა ,ბიჭები არ ტირიანო,
ისინი, ყველაზე გულწრფელად სტირიან,
დაცემულ მეგობრებს,ბრძოლებში გმირებად,
კრიალა,მდუღარე ცრემლით მისტირიან.
ისინი ტირიან,ვაჟკაცის ცრემლებით.
დაჭრილი ვეფხვივით,ხმამაღლა ყვირიან,
ბრძოლის ველებზე ალგეთის ლეკვები,
მეგობრის ცხედართან,ბავშვივით სტირიან.
სტირიან ჩუმად და გულწრფელი ,ცრემლებით,
თვალებში კრიალა ,ცრემლები ბრწყინავენ,
როდესაც დიაცნი სტირიან ,ყოველთვის
ვაჟკაცნი ,მოთმენით გულებში გმინავენ.
ვინა სთქვა ,ბიჭები არ ტირიანო,
ისინი ყველაზე ,გულწრფელად სტირიან,
დაკარგულ სიყვარულს ,გარდაცვლილ ახლობელს
ვაჟკაცის,მდუღარე ცრემლით მისტირიან.
იტირეთ ბიჭებო,თუ გტკივათ,თუ გეწვით,
იტირეთ ,ცრემლები სირცხვილი არ არის,
სულს გაგიწმინდავენ მდუღარე ცრემლები,
უსმინეთ ვაჟკაცნო თქვენს