შემიძლია რომ თვალები ვხატო შენი!
შემიძლია მხოლოდ შენზე ვიფიქრო!
შემიძლია მხოლოდ შენ ერთს ჩაგეხუტო,
მხოლოდ შენ ერთს,მხოლოდ შენ ერთს გიღიმო.
შემიძლია მხოლოდ შენ ერთს მოგისმინო,
შემიძლია დილა შენით ვათენო,
შემიძლია შენით გული გავახარო
და სამყარო - სიყვარულით ვაფერო.
რადგან იცი, თუ რა რიგად მომწონხარ,
რადგან იცი, მე უშენოდ ვინა ვარ,
რადგან იცი, თუ რა რიგად შემოგტრფი
კარგად იცი, ძლიერ, ძლიერ მიყვარხარ!
თუ სიყვარულს ვინმე ცოდვად მე ჩამითვლის
თუ სიყვარულს ვინმე ცერად შეხედავს...
მას გაეგოს სიყვარულის დიდი ძალა
მანაც შეძლოს სიყვარულის შემჩნევა❤❤❤