როცა მგონია რომ დამავიწყდი. რომ არ მახსოვხარ თითქოს საერთოდ. მაშინვე თვალთან ფრაგმენტებს მიშლის, ჩვენს წარსულიდან მერე მე ეს დრო. და ვეღარ ვხვდები, არ მსურს თუ მინდა, რომ წარუშლელად ყავდე ამ ფიქრებს. თან ვერ ვპასუხობ ჩემს თავს თუ ღირდა, დაუვიწყებლად რომ შეგიჩვიე. რადგან! თუ სადმე სითბოს შევხვდები შედარებებით შენს ცეცხლს ვიხსენებ. და ჩახუტებას რომ შევეცდები, შენსავით მკლავებს ვეღარ მივსებენ. ყველა სურნელში შენსას დავეძებ, მე რომ შენს კანზე, მიყვარდა ძლიერ. ვცდილობ და ვიცი მაინც ვერ შევძლებ, რომ გადავერთო მე სხვა ღიმილზე. ალბათ არც მინდა რომ დამავიწყდე, ან გივიწყებ და ვეღარ გამომდის, გაორებაა? თუ უფრო მძიმე, გაგიჟებული გრძნობის სინდრომი? როცა მგონია აღარ არსებობ, ამ დალაგებულ ჩემს ცხოვრებაში.