"გოგო, რომელსაც ახლახანს მსუქანი დაუძახე - დიეტურ აბებზეა, გოგო, რომელსაც მახინჯი დაუძახე - საათებს ატარებს მაკიაჟის გასაკეთებლად იმ იმედით, რომ ხალხს ან ვიღაცას მოეწონება. ბიჭს, რომელიც ახლახანს უხეშად მოიშორე - სახლშიც ხშირად ჩაგრავენ. ხედავ ადამიანს უშნო შრამებით - საკუთარი ქვეყნისთვის იბრძოდა.
14 წლის გოგონა ბავშვით, რომელსაც
უწოდე გომბიო - გააუპატიურეს.
ბიჭს, რომელსაც ტირილზე დასცინე, ახლა - დედა უკვდება.
ხალხს ისედაც საკმარისი მწუხარება აქვს, ნუ დაუმატებ ტკივილს მხოლოდ იმიტომ, რომ გინდა უაზროდ იხუმრო. ცხოვრებაში ჩადენილი ყველა, კარგი თუ ცუდი საქციელი, ნათქვამი ყველა, კარგი თუ ცუდი სიტყვა, გაკეთებული ყველა სიკეთე თუ ბოროტება უკან ბუმერანგივით დაგიბრუნდება. გახსოვდეს."