შენ ხარ ფიქრები,ხარ ოცნება სურვილი ჩემი. ხარ განთიადი,ხარ დაისი ვით სულის მწველი. შენ ხარ დღის შუქი და უთვალავი ვარსკვლავი ცაზე ხარ ბობოქარი და საზარელი ტალღები ზღვაზე.. შენ ხარ კივილი ჩემი სულის და ლექსის მუზა, გულის სიმძიმე აუტანელი,ვით გემის ღუზა. ჩუმი ფიქრი ხარ და ოცნება გულში მალული ჩემი სუნთქვა და გოდება ხარ ძლიერ ტანჯული. შენ ხარ აწმყო და შენ ხარ წარსული.. ხარ მომავალი ჩემთვის ნატრული! ბოროტება ხარ, ბნელი წყვდიადი.. შენ ხარ სიკეთე.. და განთიადი! თბილი გიმილი და ცრემლი თვალზე, ხარ სალოცავი გუმბათის თავზე.. ვნება ხარ ენით აუღწერელი ხარ გრძნობა კალმით დაუწერელი. ცრემლი ხარ თვალზე გადმონადენი, ხარ გულის ფეთქვა.. იცი რამდენი!
მე შენ იმაზე მეტად მენატრები, რასაც მონატრება ქვია,მე შენ იმაზე მეტად მიყვარხარ, რასაც სიყვარული ქვია,შენ ჩემთვის იმაზე ძვირფასი ხარ,რასაც სიცოცხლე ქვია...