ზნეობრიობა ადამიანს ეხმარება მისი დანიშნულების, მიზნისა და ცხოვრების საზრისის მიგნებაში. სწორედ ჭეშმარიტი მიზნისკენ, ანუ ღმრთისაკენ სწრაფვაზეა დამოკიდებული როგორც ადამიანის შინაგანი ღირსება, ისე მისი ნეტარება. ადამიანს საკუთარ თავში “უფლის მსგავსების” მოპოვებაში სახელდობრ ზნეობრივი სიმწიფე და განვითარება ეხმარება.”