ერთხელ ავტობუსი, რომელსაც დაახლოებით 50 პატიმარი გადაჰყავდა სატვირთო ავტომანქანას დაეჯახა შტატ არიზონას გზატკეცილზე. ალბათ პატიმრებისათვის ამაზე უკეთესი შანსი გაქცევაზე შეიძლება არ მისცემოდათ. მაგრამ არც ერთმა არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა, პირიქით, ისინი ადგილზე დარჩნენ და დაზარალებულებს პირველადი დახმარება გაუწიეს. ავარიის შედეგად დაზარალებულები არ იყო ცოტა. ხშირად დამნაშავეებისთვისაც არა არის უცხო თანაგრძნობის გრძნობა. როგორც არ უნდა იყოს, ყოველთვის უნდა შევინარჩუნოთ პირველ რიგში ადამიანობა.