ყოველი ადამიანი მეორე ადამიანისთვის ცისარტყელაა,იმე
დია,გადარჩენაა. ერთი თბილი სიტყვა,ერთი ლამაზი ღიმილი,უბრალოდ თანაგრძნობა სასწაულს ახდენს.შეიძლება ძლიერი იყო,შეიძლება ყველა წინააღმდეგობას მარტო სძლევდე,მაგრამ სადღაც გულში მაინც ელოდები ადამიანს...არ აქვს მნიშვნელობა ვინ, როგორი სახით გამოავლენს ამას,მთავარია გულწრფელი იყოს ეს დამოკიდებულება...ცრემლები მოგდის,მაშინ როცა სრულიად უცხო ადამიანისგან გრძნობ სულ უბრალო გამოხატულებით ამას. ამ დროს ხვდები მთავარს, რომ სულაც არ ვართ ერთმანეთისთვის უცხოები,რომ სრულიად უმნიშვნელო ზღვარია გავლებული უცნობებს შორის. ეს ზღვარი კი მარტივად იშლება მაშინ,როცა ადამიანი გამოავლენს თავის ადამიანურ თვისებებს...