* * *
ღამე, სანთელი, ცეცხლი, სინათლე,
ღრუბელი, წვიმა, მუზა და ლექსი...
დრო მიდის, წამებს, წუთებს მიათრევს,
დრო მიდის მე კი_ ვერაფერს ვერ ვცვლი!
ამ ბოლო დროს კი ბევრსაც ვეწევი,
თამბაქოს ბოლით ვიხუთავ ფილტვებს!
ისე ვახველებ როგორც ბებერი,
სიკვდილი თემურ ლენგივით მიტევს!
გარეთ გამეფდა დეკემბრის სუსხი,
ალბათ სულ მალე დაიწყებს თოვას...
არაფერს ველი, არავის ვუცდი,
გარდა ფიფქების ყელამდე გროვას.
ამ ცივ ზამთარშიც უსახსროდ დავრჩი,
არც ერთი გროში, არც თბილი პალტო!
,,სევდიან თვალებს ფანჯრებში გავჩრი"
ძნელია იყო სახლში სულ მარტო!
დრო მიდის, მე კი ვერაფერს ვერ ვცვლი!
ღამე, სანთელი, ცეცხლი, სინათლე,
ღრუბელი, წვიმა, მუზა და ლექსი!
დრო მიდის, წამებს, წუთებს მიათრევს!
ph.z