ლამაზ ქალს ლამაზად უნდა ეფერო, ვარდები მიუძღვნა გულით, გულის ფიცარზე უნდა გეწეროს მისი სიწმინდე სულის. მკერდში ჩაკრული უნდა ატარო, არ ავნოს ზამთრის ყინვამ, უნდა გინდოდეს მისთვის სამყარო სუფთა, ლამაზი , წმინდა. ლამაზ ქალს გული უნდა მიუძღვნა ბედნიერებით ათრო, რომ არ იაროს გულდაკოდილმა ამ ქვეყანაზე მარტომ. ლამაზ ქალს ლექსი უნდა მიუძღვნა რომ გაიღიმოს ხშირად, ....<3ლამაზ ქალს სითბო უნდა აჩუქო, რომ ჩაეძინოს მშვიდად. ლამაზ ქალს ისე უნდა მოექცე, რომ შეგიყვაროს გულით, რადგან ქალია სამყაროს დედა, ღირსია სიყვარულის