ღმერთო, მიმიღე მთელი ჩემი უსამართლობით, მაგრამ ნუ განმსჯი. გამატარე, შენი სამსჯავროს გარეშე... ნუ განმიკითხავ, რამეთუ მე თავად განვიკითხე ჩემი თავი. ნუ განმსჯი, რამეთუ მიყვარხარ, ღმერთო! საძაგელი ვარ, მაგრამ მიყვარხარ-მეთქი... - ჯოჯოხეთში გამამწესებ და იქაც მეყვარები, იქიდანაც შემოგძახებ: მიყვარხარ და უკუნითი უკუნისამდე მეყვარები... მაგრამ, ღმერთო, მომეცი საშუალება კიდევ ცოტა სიყვარულისა.