მე არ გაგათბობ ჩემი ფერებით და არც არასოდეს არ შეგეხები, ვერც გულს დაიპყრობ შენი ქცევებით და არც ის იპიქრო: შემეფერები. არ იოცნებო ჩემს შეხებაზე, ჩემს ნაზ ალერსზე, ჩემს ნაზ კოცნაზე, ამ ქვეყანაზე ერთს ვეფერები და მასვე ვჩუქნი ჩემს თავს კვდომამდე. იცი? ვინ არის ის ერთი ჩემთვის? ჩემთვის ის არის ცხოვრების ხედი, ის მე მეხება თავისი მზერით და მაგრძნობინებს მის თავს ჩემს გვერდით. საკმარისია რომ გამომხედოს, საკმარისია ერთი შემეხოს, იმ წამს თავს ვიგრძნობ სამოთხის კართან და მაშინ ვცდილობ რომ წამი შევიგრძნო, სიცოცხლით დავტკბე, ცხოვრება შევივსო....