...ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო... ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რომლის სრულად აღქმა და გაცნობიერება ჯერ კიდევ მიჭირს... ეს ეტაპი შენ ხარ, ჩემო პაწიავ და უსუსურო, საყვარლად რომ იღიმები ძილში და თვალებდაჭყეტილი რომ შემომყურებ ფხიზელი, თითქოს მართლა მხედავდე...
გაიარა ცხრათვიანმა მოლოდინმა, როცა ყოველი დღე, საათი, წუთი და წამი სიფრთხილით გელოდი, მუცელში გელოლიავებოდი, გესათუთებოდი, რომ ეს პერიოდი მშვიდობიანად გაგვევლო ორივეს ერთად, შენ და მე, ერთ არსად ქცეულებს. მეც ხომ შენთან ერთად ვიბადებოდი - როგორც ნამდვილი ქალი, დედა... შენს ყოველ გულის ძგერას, მუცელზე მობაკუნებას თუ გატოკებას რუდუნებით ველოდი და წარმოგიდგენდი, როგორი იქნებოდი, ღამეებს ვათენებდი იმაზე ფიქრით, თუ როგორ ჩაივლიდა