🥺ასეც ხდება, ქალები ისესხებენ ფულს, გაიკეთებენ ყველა კბილს, იყიდიან ერთ ხელ კარგ ტანსაცმელს, თვითმფრინავის ბილეთს, ჩაალაგებენ ჩანთას და მიდიან ამერიკაში ან ევროპაში. მუშაობენ და აგზავნიან, მუშაობენ და აგზავნიან, თითქოს ქარს ატანენ, უძირო ქვევრში ყრიან. მარტო არიან ქალები. თმა უჭაღარავდებათ და ძალიან იშვიათად იღებავენ, გული ასტკივდებათ და ძალიან გვიან მიდიან ექიმთან, იაფ ექიმთან. მარტო არიან. ჩვენ რა ვიცით, რას იტანენ, ჩვენ რა ვიცით, როგორ იღლებიან, ჩვენ რა ვიცით, რა შიშით დადიან ქუჩებში, ჩვენ რა ვიცით...
რომ ვიცოდეთ, არსად არ გავუშვებდით, დავჯერდებოდით პატარა ბინას, საშუალო შემოსავალს, ზაფხულობით სოფელში დასვენებას, შედარებით იაფფასიან ტელეფონს. რომ ვიცოდეთ, გვერდიდან არ მოვიშორებდით.
ისინ