ნუთუ
ცხოვრება ისე გართულდა
ერთი პატარა
ჭიქით დასრულდა,
მეორეც ისევ,
ჩამისხით მინდა
იმ ერთ
პატარამ არც მომეკიდა.
მეორეც
თითქოს პირველის მსგავსი
უგემური და
წარსულის ხავსი,
ჩამისხით
კვლავაც მესამეც მსურსა
რა ეშველება
რისკის მსახურსა?
ეს სამი ჭიქა
ისე დავლიე
თითქოს
ცხოვრება ლხინში გავლიე.
ერთი სამიც
ხომ არაფერს მიზამს
არ
მოვიკითხავ დღევანდელ მიზანს.
მინდა,
დამისხით კიდევ დავლიო
იქნებ წამებში, სულიც გავლიო,
ნუთუ არ გესმით, კიდევ დამისხით!
არა ვარ მთვრალი, ვინღა გამიხდით?
წადით
დამტოვეთ, უკვალოდ ვნატრობ
იქნებ
ვებრძოლო ტკივილებს მარტო!
ხედავ?
თვალებზე ტკივილის ცრემლი
აღარ
მასვენებს, ვერაფერს ვშველი
გაივლის დრო
და ჩუმი წარსული
ფიქრებთან
ერთად შორით წასული,
მაგრამ