თავს გაუფრთხილდი
სადღაც, ოდესმე გადაკვეთავს
ერთმანეთს გზები,
ჩვენ მოკრძალებულ სალამს ვეტყვით
ერთი_მეორეს,
წამებში, ისევ აგვენთება
თვალები გზნებით,
როს ერთმანეთში
მოგონება გაგვიმეორებს.
და შენ, როგორც მე,
არ გექნება სათმელი რამე,
ცხადია, ერთურთს მოვიკითხავთ,
ასეა წესი,
მე, შენს კითხვაზე, გავიფიქრებ,
_როგორ ვეწამე...
შენს გარდა ქვეყნად
რომ არ მყავდა სხვა უკეთესი.
წამიერ, შენზე მოგონება
გამომდებს ხელკავს,
ნაცნობ ქუჩაშე ჩაატარებს
ვიღაცა ვარდებს,
ჩვენ გავიგონებთ
წარსულიდან ზარების რეკვას
და გავაცოცხლებთ
ქვაფენილზე გაბნეულ ლანდებს.
ცოტა ხნით ხელში შემოგრჩება
ჩემი თითები,
ნაოჭებიან საფეთქლებზე
დაბერავ ძარღვებს...
და წარსულიდან
ისეთ კვნესად ამოვითქმებით,
რომელიც სულის შეურყევე