ჩემი ნება რომ იყოს,ავკრძალავდი ტყუილებს...ავკრძალავდი მტრობასაც, ვინმე გულში თუ იდებს, მხოლოდ სიყვარულისთვის ღირს ამქვეყნად სიცოცხლე ნეტავ, ყველას ესმოდეს!..ნეტავ, ყველამ იცოდეს.
ჩემთან ურთიერთობა მარტივია, ვაფასებ ერთგულებას, გულახდილობას და უბრალოებას. თუ ადამიანი კარგად მექცევა, მის გამო ყველაფერს გავაკეთებ და სიკეთეს არასოდეს დავუვიწყებ; მაგრამ თუ მომატყუებენ და ჩემს გამოყენებას ეცდებიან, სამუდამოდ ჩავრაზავ ასეთებისთვის გულის და ცხოვრების კარს.
არ მინდა იმ ხალხში ყოფნა, სადაც მხოლოდ ბაგით მიცინიან, გულში კი ღვარძლი აქვთ გადამალული. რა აზრი აქვს? ჩვენ ხომ მაინც ყოველთვის ვამჩნევთ ვინ არის ჩვენთან წრფელი და ნამდვილი, გული ხომ ყოველთვის გრძნობს წრფელ გრძნობებს, გულს ხომ ვერასდროს ვერაფერს გამოაპარებ.