გამეფანტა აზრები და ვხედავ ვიძირები,
არ ვიცი, ვინ ვიყავი, მაგრამ ვიცი, ვინ ვიქნები!
შენგან დატოვებულ ნაკვალევს არ წავშლი!
ხორციელად გაქრი, მაგრამ ჩემს გულში დარჩი...
წლები გადის, ასაკი მემატება...
ხან კარგი, ხანაც ცუდი მემართება,
რას ემსგავსება ჩემი ცხოვრება, მე ვერ ვხვდები?
ნაადრევად ვბერდები, ალბათ მალე შეგხვდები...
თორმეტი წელი შენს დაკარგვას ვეგუები.
რასაც ვგრძნობ, რასაც ვფიქრობ ვერავის ვერ ვეუბნები.
დედის თვალზე ისევ მომდგარი ცრემლი,
გულს მტკენს, მაგრამ ვერაფერს ვშვრები...
მხოლოდ მოგონება დაგვრჩა
ვინც გვეგონა ჩვენიანი შენს დაკარგვასთან ერთად
ყველა გაქრა, გაგვეფანტა...
მხოლოდ ერთმანეთის იმედი-ღა დაგვრჩა, ნეტავ, სხვა რა-ღა ვთქვა?
ფიქრებს ვერ ვიშორებ, ნერვებს ვერ ვიოკებ!
შენს იმედებს