მოდით, იმ მეგობარს გაუმარჯოს...
ვინც, რომ ნამდვილად გულწრფელია,
ვინც, რომ შენს ტკივილს შეიგრძნობს და
ვინც, რომ ნამდვილად ერთგულია.
მოდით, ჩვენს ცხოვრებას გაუმარჯოს,
გზას..., რომელიც ჩვენ გაგვივლია
ლამაზი ცხოვრებით რომ ვიცხოვრეთ და
უკან მოხედვისა არ გვრცხვენია.
მოდით, ყველას ერთად გაგვიმარჯოს,
ყველა მეგობარს და ყველა გრძნობას
ღმერთო... დამილოცე მეგობრები...
ღმერთო ნუ ჩააქრობ ლამაზ გრძნობას.